პსჟ მზადაა ნეიმარი გაყიდოს - მბაპეს ვერ შეელევა

AutoSharing Option
პსჟ მზადაა თავდამსხმელი ნეიმარი ზაფხულში გაყიდოს, - იტყობინება ESPN.

პარიზული კლუბი 28 წლის ნეიმარს 150 მილიონ ევროდ გაყიდის, რადგან ესმით, რომ ფეხბურთელს გუნდის დატოვება უნდა და შეიძლება ისეთივე პრობლემა წარმოიშვას, როგორსაც გასულ წელს ჰქონდა ადგილი, როდესაც "ბარსელონაში" დაბრუნებას ცდილობდა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსა" ნეიმარის დაბრუნებას კვლავაც აქტიურად განიხილავს.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ "პარი სენ ჟერმენი" ფორვარდ კილიან მბაპეს გასხვისებას არ აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული