შესაძლოა, კავანი სამხრეთამერიკული გრანდის ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
El Pais-ის ინფორმაციით, ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი მომავალი ზაფხულიდან შესაძლოა, არგენტინული გრანდის, "ბოკა ხუნიორსის" რიგებში ვიხილოთ.

პსჟ-ის 33 წლის ფორვარდი 2020 წლის ზაფხულში თავისუფალი აგეტი გახდება და დიდი ალბათობით, პარიზელებთან ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კავანის გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მაიამის "ინტერს" სურთ. განსაკუთრებით კი, მადრიდის "ატლეტიკო" აქტიურობს.

გასულ წელს "ბოკას" მაისური ევროპული ფეხბურთის ცნობილმა სახემ, დანიელე დე როსიმ მოირგო. ამჟამად კლუბში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფორვარდი კარლოს ტევესი თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული