მიშელ პლატინი: იდალგომ ფეხბურთელად ჩამომაყალიბა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მიშელ პლატინიმ მწუხარება გამოთქვა მიშელ იდალგოს გარდაცვალების გამო, რომლის ხელმძღვანელობით, 1984 წელს ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

"იდალგო ჭკვიან მასწავლებლად და ჭეშმარიტ ჰუმანურ ადამიანად დამამახსოვრდა. იმის მაგალითი გახლდათ, თუ როგორი კეთილმოსურნე პედაგოგი და მოსიყვარულე მამა უნდა იყო. მეხმარებოდა და ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ფეხბურთელად ჩამომაყალიბა.

1984 წლის ევროპირველობაზე 9 გოლი გავიტანე. მან ჩვენი ნაკრები მწვერვალზე აიყვანა, ლამაზად გვათამაშებდა, ყველას ინდივიდუალურად თავის წარმოჩენის საშუალებას გვაძლევდა. იდალგომ ფრანგულ ფეხბურთში დიდი კვალი დატოვა".

იდალგო 26 მარტს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის
საფრანგეთის ნაკრებს 1976-84 წლებში წვრთნიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული