გრიზმანი: ბენზემასა და ჟირუზე კომენტარი რომ გავაკეთო, პრობლემები შემექმნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფრანგმა თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა ქარიმ ბენზემასა და ოლივიე ჟირუსთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

"ჟირუს მისამართით ბენზემას მიერ გამოთქმულ სიტყვებზე კომენტარი რომ გავაკეთო, პრობლემები შემექმნება. მე მომწონს ჟირუ, ის კარგი ფეხბურთელია და საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. ეს მნიშვნელოვანია", - აღნიშნა გრიზმანმა A Bola-სთან საუბარში.

მოგეხსენებათ, ბენზემამ საკუთარი თავი ფორმულა 1-ის ბოლიდს, ხოლო ჟირუ კარტინგის "მანქანას" შეადარა. ლონდონის "ჩელსის" ფორვარდმა კი მადრიდის "რეალის" 9-იანს პასუხი გასცა, რაც ქვევით მოცემულ სტატიაში შეგიძლია იხილოთ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული