კორონავირუსის გამო ნეიმარი და მბაპე პსჟ-ს ვერ დატოვებენ

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო თავდამსხმელები ნეიმარი და კილიან მბაპე ზაფხულში "პსჟ-ს" ვერ დატოვებენ, - იტყობინება "ეკიპი".

გამოცემის მტკიცებით, "პარი სენ ჟერმენში" დარწმუნებულნი არიან, რომ ვირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისისას ვერც ერთი კლუბი ვერ განახორციელებს ესოდენ ძვირად ღირებულ ტრანსფერებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპეს სამსახურით "რეალი", ხოლო ნეიმარის დაბრუნებით "ბარსელონაა" დაინტერესებული.

ამ სეზონში მბაპემ 33 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა, ნეიმარმა კი 22 შეხვედრაში 18 გოლი და 10 პასი მიითვლა.

პსჟ-სთან ორივეს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული