პსჟ-ის ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი გამოთქვა.
"ბევრი ფეხბურთელი მეუბნება: "დაელაპარაკე პრეზიდენტს, ჩვენ პსჟ-ში თამაში გვინდა". ჩვენი გუნდი მსოფლიოს შვიდ თუ რვა საუკეთესოს შორისაა. ამიტომ ბევრს, რომლებსაც არც ვიცნობ, ჩვენთან გადმოსვლა უნდა.
ვიღაც იტყვის, რომ ჩვენ ფულის გამო ვთამაშობთ. ეს ასე არაა. ვისაც ფული უნდა, ჩინეთში მიდის.
როდესაც ფეხბურთელი პსჟ-ს ირჩევს, მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს. ამ გუნდთან ერთად ამ ტურნირის მოგება გაცილებით უფრო ფასეულია", - ციტირებს ვერატის CulturePSG-ი.