"ეკიპის" ცნობით, კორონავირუსის გამო საფრანგეთში ჩემპიონატის ვადამდე დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.
გამოცემის მტკიცებით, ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი დღეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე გააკეთებს.
როგორც იტყობინებიან, მატჩები აგვისტომდე არ გაიმართება, შემდეგ კი ახალი სეზონი დაიწყება.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატის შედეგებს, იმას, თუ ვის აღიარებენ ჩემპიონად, რომელი გუნდები იასპარეზებენ ევროტურნირებზე, რომლები დაქვეითდებიან ლიგა 2-ში და რომლები აღზევდებიან ლიგა 1-ში, მაისში განიხილავს.

საფრანგეთის ჩემპიონატზე 28 ტური გაიმართა, ლიდერი პსჟ უახლოეს მდევარს, "მარსელს" 12 ქულით უსწრებს და თან, 1 მატჩით ნაკლები აქვს
ჩატარებული.