29 აპრილს საფრანგეთის ფეხბურთის ჩემპიონატის პრესსამსახურმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა ჩემპიონატი შეწყდა და გუნდის არსებული ქულებით დასრულდა.
L'Equipe-ის ცნობით, საფრანგეთის ჩემპიონატის გამშუქებელი ტელეარხი Canal + კონტრაქტს წყვეტს ლიგა 1-თან, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ გადაიხდის 243 მილიონ ევროს, რომელიც ჩემპიონატის დასრულებამდე უნდა ეხადა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო პრაქტიკულად ყველანაირი სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. პირველი მასშტაბური განახლება საბრძოლო ხელოვნებების წარმომადგენელ ორგანიზაცია UFC-ს 9 მაისს აქვს დაგეგმილი.