L’Equipe: პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონად გამოაცხადებენ

AutoSharing Option
პსჟ-ს საფრანგეთის ვადამდე დასრულებული ლიგა 1-ის ჩემპიონად გამოაცხადებენ, - იტყობინება "ეკიპის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ჟოელ დომენიგეტი.

"ჩემპიონატები დასრულებულია. სატურნირო ცხრილში ადგილები დაფიქსირებულია. პსჟ ჩემპიონია", - წერს ჟურნალისტი "ტვიტერზე".

პარიზელების გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე "მარსელი" და "რენი" იასპარეზებენ. ევროპა ლიგაზე მონაწილეობას "ლილი", "რეიმსი" და "ნიცა" მიიღებენ.

უმაღლესი დივიზიონიდან "ამიენი" და "ტულუზა" გავარდებიან, ხოლო მეორე დივიზიონიდან "ლორიანი" და "ლანსი" აღზევდებიან.

კორონავირუსის გამო ჩემპიონატის შეჩერების მომენტში ლიდერი პსჟ მეორეადგილოსან "მარსელს" 12 ქულით უსწრებდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული