სანამ ყველა კლუბი კრიზისშია, პსჟ მბაპეს წასვლის შიშით მას ნეიმარისნაირ ხელფასს დაუნიშნავს

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე, შესაძლოა, პარიზულ გუნდში დარჩეს, თუმცა ადრე მას მადრიდის "რეალს" უკავშირებდნენ.

Daily Mail-ის ცნობით, კლუბმა ფეხბურთელს კვირაში 682 ათასი ევრო შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ გუნდში ზუსტად ასეთი ხელფასი ბრაზილიელ ნეიმარს აქვს, რომელიც კატალონიის "ბარსელონაში" წასვლას თითქმის იხვეწება.

მიმდინარე სეზონში 21 წლის მბაპემ 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 30 გოლი და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ი ფეხბურთელს 180 მილიონ ევროდ აფასებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული