17 წლის ბიჭს, რომელსაც სახლი დაეწვა და ოჯახი ფეხზე უნდა დააყენოს, "რეალი" ეპატიჟება

AutoSharing Option
ედუარდო კამავინგა ანგოლაში დაიბადა. 1 წლის როდესაც იყო, მისი ოჯახი საფრანგეთში გადაბარგდა, სადაც 7 წლამდე ძიუდოზე დადიოდა, შემდეგ "დრაპო ფუჟერის" ფეხბურთის აკადემიაში ვარჯიშობდა. იქ "რენის" სელექციონერების ყურადღება მიიპყრო და ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა. 2019 წლის 6 აპრილს ლიგა 1-ში მისი დებიუტი შედგა. ვადამდე დასრულებულ საფრანგეთის ჩემპიონატში "რენი" მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს, ხოლო 17 წლის კამავინგა ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს და "რეალი" ეპატიჟება.

კამავინგამ თავისი ცხოვრებისა
და საფეხბურთო კარიერის შესახებ ისაუბრა.

"ჩემი მამა მეუბნება, რომ მათი იმედი ვარ და ოჯახს ფეხზე დავაყენებ. ახლად აშენებულ სახლში ერთი წელი ვიცხოვრეთ, მერე კი დაიწვა. ყველაფერი კარგად მახსოვს, თითქოს გუშინ მოხდა. სკოლაში ვიყავი და ვხედავდი, რომ სახანძრო მანქანები ჩვენი სახლისკენ მიდიოდნენ. ჩემი ოთახი ზედა სართულზე იყო, ჩემი ყველა ნივთი დავკარგე.

კარიერა კარგად დავიწყე, მაგრამ ყველაფერი წინა მაქვს. მიზანი გამაჩნია. ჩემი მშობლები ბედნიერები არიან, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გავაბედნიერო.

ჩემთვის მთავარი მატერიალური კეთილდღეობა არ არის. ასე ვარ აღზრდილი", - განაცხადა კამავინგამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Aravis ar vaknineb yvelgan ari kargi da cudi magram qartvelma sportsmenebma caikitxet da swori azri gamoitanet ras nishnavs mizandasaxuloba dara x5 marto...p.s xo caighet tvini am dadastureba da raghac yl..bit
კახა
02:11 11-05-2020
1

სიახლეები პოპულარული