"ლიონის" პრეზიდენტი: საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულების გადაწყვეტილება იდიოტებმა მიიღეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის ვადამდე დასრულების გამო "ლიონი" ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს, რადგან მეშვიდე ადგილზე დარჩა.

"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა ამტკიცებს, რომ თავიდან ლიგა 1-ის დასრულება ერთი ტურით ადრე უნდოდათ, მაგრამ მაშინ მისი გუნდი ექვსეულში იმყოფებოდა. ოლამ საერთაშორისო სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლა, თუმცა მისი აპელაცია არ განიხილეს.

"სეზონის დასრულების გადაწყვეტილება იდიოტებმა მიიღეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ესპანეთი კორონავირუსით საფრანგეთზე მეტად დაზარალდა, ჩემპიონატს კი განაახლებს. უეფამ სეზონის განახლების რეკომენდაცია მოგვცა, ხოლო ჩვენ ეს საერთოდ არ განგვიხილავს. აბსოლუტური სკანდალია!", - დაიჩივლა ოლამ "ეკიპთან".

მკითხველის კომენტარები / 2 /
საფრანგეთან და ესპანეთან საქართველო ზარალის მხრივ რა მოსატანია, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ ფეხბურთის ფედერაციას ჩამოეძინა.
G.LA
07:19 25-05-2020
0
სწორია ეს კაცი. ყველა საფეხბურთო ქვეყანა აგრძელებს და საფრანგეთში ეტყობა არ უყვართ ფეხბურთი ისე როგორც იტალიაში და ესპანეთში
ზეზვა
01:53 25-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული