ფრანგული გამომცემლობის, L’Equipe-ის დღევანდელი ნომერი ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების განახლებას ეხება.
L’Equipe-ის გარეკანზე წერია: "როგორ, იდიოტებო? ინგლისის პრემიერლიგისა და სერია A-ს განახლების შემდეგ ლიგა 1 ერთადერთი მსხვილი ჩემპიონატია, რომელიც არ განახლდება."
შეგახსენებთ, საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო ვადაზე ადრე დასრულდა. პრემიერლიგამ და სერია A-მ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ეროვნული ჩემპიონატები გაგრძელდება, ხოლო ასევე გაგრძელების სურვილი გამოხატა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა. გერმანიის ბუნდესლიგაში კი მატჩები უკვე მიმდინარეობს.
"ლიონის" პრეზიდენტი: საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულების გადაწყვეტილება იდიოტებმა მიიღეს
საფრანგეთმა ჩემპიონატის დასრულების გამო 240 მილიონი ევროთი იზარალა