“ზოგიერთი, არც მეტი, არც ნაკლები, ამას უპატივცემულობად თვლის...” - პარედესს კლუბმა გაჩუმებისკენ მოუწოდა

AutoSharing Option
პსჟ-მა “ბარსელონას” ლეგენდის, ლიონელ მესის დამატება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, არგენტინელს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. 

პარიზელთა ხელმძღვანელობამ ლეოს თანამემამულესა და გუნდის ნახევარმცველს, ლეანდრო პარედესს მესის ტრანსფერთან დაკავშირებით საუბრის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

პარედესმა იანვარში განაცხადა, რომ ფრანგული კლუბი ლეოს საკუთარ რიგებში გადაიბირებდა.

“მათ მომიწოდეს, რომ მესის თემაზე აღარ მესაუბრა. ხალხს ჩემი პოზიცია არ მოსწონს. ზოგიერთი, არც მეტი, არც ნაკლები, ამას უპატივცემულობად თვლის, თუმცა მე მათ არ ვეთანხმები. 

ეს ყველაფერი მესიზეა დამოკიდებული. მან მშვიდად და წყნარად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რას აპირებს
კარიერაში, წავა თუ დარჩება”, - განაცხადა პარედესმა.

შეგახსენებთ, “პარი სენ ჟერმენმა” გუნდში მყოფ ასევე არგენტინელს, ანხელ დი მარიას კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2022 წლის ივნისამდე გაუხანგრძლივა. ეს ყველაფერი მესის საცდუნებლად ხდება, რადგან ლეო და ანხელი ახლო მეგობრები არიან.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

alt4 მიზეზი, თუ რატომ გადავა მესი პსჟ-ში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული