“ნანტთან” თამაშის მიმდინარეობისას დი მარიას სახლი გაძარცვეს და ოჯახი დაატყვევეს

AutoSharing Option
გუშინ, 14 მარტს, “პარი სენ ჟერმენისა” და “ნანტის” თამაშის მიმდინარეობისას, პარიზული კლუბის არგენტინელი ნახევარმცველის, ანხელ დი მარიას სახლი გაძარცვეს და ოჯახი მძევლად აიყვანეს. 

დი მარია შეხვედრის 62-ე წუთზე შეცვალეს, რადგან პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ გუნდის მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს ეს ამბავი შეატყობინა.

სტადიონის დატოვების შემდეგ ანხელი სასწრაფოდ სახლისკენ გაემართა, ამ დროს კი გაირკვა, რომ “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავის, მარკინიოსის მშობლების ოჯახიც გაძარცვეს.

აღსანიშნავია, რომ ეს მძიმე შემთხვევა დი მარიასთვის პირველი არ გახლდათ, რადგან 2015 წელს,  “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშისას მისი
სახლი გაქურდეს. 

შეგახსენებთ, გუშინდელი დაპირისპირება პსჟ-სა და “ნანტს” შორის სტუმართა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. 

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


alt“ზოგიერთი, არც მეტი, არც ნაკლები, ამას უპატივცემულობად თვლის...” - პარედესს კლუბმა გაჩუმებისკენ მოუწოდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ყავს პარიზს პოლიცია?ჩვენთან რომ ასე ტყდებოდეს ბინები წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდებოდა?
Master
15 მარტი 2021 18:53
0
არა უშავს, ფულის ტომარა შეიხი, აუნაზღაურებს ზარალს.
რეზი
15 მარტი 2021 16:04
1
რა მიკვირს იცით? ყველა ბარსასთან, როგორ მოიგიჟიანებენ თავებს და ამის მერე ხდებიან ვითომ მაგრები.
!!!!
15 მარტი 2021 16:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული