ეს პირველი შემთხვევა არ გახლდათ, როდესაც “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელის ბინა გაქურდეს.
მაურო იკარდი - ძვირფასეულობა, საათები და ტანსაცმელი... ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც არგენტინელს 30 იანვარს მოჰპარეს. თანხის ზუსტი ღირებულება უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, დანაკარგი 400 000€-ს აღემატება.
სერხიო რიკო - 22 იანვარს, იკარდის ბინის გაქურდვამდე 8 დღით ადრე, სერხიო რიკოს სახლიდან 25
მარკინიოსი - გუშინდელი შემთხვევა მარკინიოსისთვის პირველი არ გახლდათ. 2020 წლის 12 იანვარს, “მონაკოსთან” მატჩის დროს ბრაზილიელის სახლის გასაქურდად 4 შეიარაღებული ადამიანი მივიდა, თუმცა, საბედნიეროდ, ობიექტის დაცვამ პოლიციის გამოძახება მოასწრო.
დანი ალვეში - 2019 წლის თებერვალში, “პარი სენ ჟერმენისა” და “მონპელიეს” მატჩის დროს ბრაზილიელი მცველის ბინიდან გაურკვეველი ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.
ლაივინ კურზავა - 2019 წლის მარტში განაპირა მცველის ბინაში 4 შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. საბედნიეროდ, მეზობლებმა დაინახეს და პოლიციას თავის დროზე გააგებინეს. საბოლოოდ, მძარცველებმა მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.
ჩუპო მოტინგი - თავდამსხმელის ბინას ქურდები თავს ორჯერ დაესხნენ. პირველ შემთხვევაში 2018 წლის 28 ნოემბერს, როდესაც ფრანგული კლუბი “ლივერპულს” ეთამაშებოდა, ხოლო მეორედ - იმავე წლის 24 დეკემბერს. საბოლო ჯამში მოპარულია 600 000€-ს ღირებულების ძვირფასეულობა და ტანსაცმელი.
ტიაგო სილვა - ამ ჩამონათვალიდან ყველაზე დიდი ზიანი ბრაზილიელ მცველს მიადგა. 2018 წლის 22 დეკემბერს ქურდმა სეიფი გატეხა და დაახლოებით 1.5 მილიონი ევრო მოიპარა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
“ნანტთან” თამაშის მიმდინარეობისას დი მარიას სახლი გაძარცვეს და ოჯახი დაატყვევეს