გალტიემ "ლილს" ჩემპიონატი მოაგებინა და უცნაური გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის სენსაციურად მოგების შემდეგ მოულოდნელად "ლილის" 54 წლის მწვრთნელი კრისტოფ გალტიე გადადგა.

"მე გადაწყვეტილება მივიღე. დილით ხანგრძლივი საუბრის შემდეგ პრეზიდენტს ვაცნობე, რომ მივდივარ. არ ვიცი, როგორი სიტყვები მოვძებნო. უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჩემი დრო დასრულებულია. ეს ოთხწლიანი ციკლი საკმარისია. ვგრძნობ, რომ ამ შესანიშნავი კლუბის დატოვების მომენტი დადგა", - განაცხადა გალტიემ "ეკიპთან" ინტერვიუში.

ცნობილი გახდა, რომ გალტიეს აპრილში უკეთესი კონტრაქტი "ნიცამ" შესთავაზა და მალე ამ გუნდს ჩაიბარებს. ცნობისათვის, "ნიცას" მფლობელი ბრიტანელი მილიარდერი ჯიმი რეტკლიფია.

"ნიცა" ჩემპიონატზე მე-9 ადგილზე გავი
და და ევროტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოჰჰეხლ მათაც ლიგაზე არ დახიონ კალზთები მაქსიმუმ 1 თამაში მოიგონ
გულშემატკივარი
16:48 26-05-2021
0
ვინმემ მითხარით, ნეიმარის პენალტების შესრულების მანერა თუ მოგწონთ. მე მაგალითად ვერ ვიგებ, გამორბენის დროს, რატომ აპაუზებს ფეხებს.
gigi
13:06 26-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული