"ლიონის" მწვრთნელად ნიდერლანდელი პეტერ ბოსი დანიშნეს, - იტყობინება ფრანგული კლუბის პრესსამსახური.
57 წლის ბოსს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
ბოსმა რუდი გარსია შეცვალა, რომელსაც ხელშეკრულება დაუსრულდა და არ გაუგრძელეს.
"ლიონი" საფრანგეთის ლიგა 1-ზე მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.