მესიმ "სტრასბურგთან" მატჩის განაცხადში შეყვანა მოითხოვა

AutoSharing Option
პსჟ-ის ახალწვეულმა თავდამსხმელმა ლეო მესიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, როდის შედგება პარიზულ გუნდში მისი დებიუტი, რადგან ერთ თვეზე მეტია არ უვარჯიშია, შესაძლოა, მოსამზადებლად გარკვეული დრო დასჭირდეს და იმედია, მალე შეძლებს თამაშს.

RMC კი იტყობინება, რომ მესიმ "სტრასბურგთან" საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩის განაცხადში შეყვანა მოითხოვა, რომელიც 14 აგვისტოს გაიმართება და ეს ამ სეზონში "პარი სენ ჟერმენის" პირველი საშინაო შეხვედრა იქნება.

გუნდის სამწვრთნელო შტაბი მესის დებიუტის დაყოვნების მომხრეა, რამეთუ ის ჯერ ფორმაში არ არის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება
მიღებული არ არის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული