და მაინც, რატომ წავიდა მესი პსჟ-ში?

AutoSharing Option
ლიონელ მესიმ "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ რატომ გადავიდა ფეხბურთელი სათამაშოდ საფრანგეთის დედაქალაქში, თუმცა ასევე სხვა ფაქტორებიც არსებობს, თუ რატომ მიიღო არგენტინელმა ნასერ ალ-ჰელაიფის შემოთავაზება.

მან "ბარსელონა" დიდი ტკივილით დატოვა. ამიტომ ახალი გუნდის სწრაფად მოძიება საჭირო იყო... რთულია, როდესაც კლუბს, რომელსაც მთელი ცხოვრება შესწირე, ტოვებ...

"პირველ რიგში, ეს დღეები ჩემთვის ძალიან რთული იყო. მე ვნერვიულობდი. როდესაც პსჟ-სთან საბოლოო შეთანხმებას მივაღწიე, ყველაფერი შეიცვალა.

მისი ოჯახი პარიზში გადასვლით ბედნიერია

ლეოს კატალონიური გუნდის დატოვების შემდეგ ოჯახის აზრი ძალიან დაეხმარა, რადგან
ფეხბურთელის მეუღლე და ბავშვები ბარსელონას ძალიან მიეჩვივნენ, ადგილის შეცვლა კი, რა თქმა უნდა, რთული იქნებოდა.

"ბარსელონას" დატოვება მთელი ჩემი ოჯახისთვის დიდი დარტყმა იყო, თუმცა ანტონელა (მეუღლე) იმ წამსვე მხარში დამიდგა, პირველ რიგში სწორედ ის მამხნევებდა, ბავშვები კი ეიფელის კოშკსა და "დისნეილენდზე" ფიქრობდნენ".

მეგობრები გასახდელში

"პარი სენ ჟერმენში" მეგობრებისა და თანამემამულეების ყოლამ მესის ამ გუნდში მისვლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაადგმევინა.

"პირადად ჩემთვის, როდესაც გასახდელში ყველასთან ახლოს ხარ, ყველაფერი ბუნებრივი და ჯანსაღი ხდება. ასევე, პარიზში არგენტინული სამწვრთნელო შტაბი დამხვდა. სხვა ამაზე უკეთესი კოლექტივი არსადაა. ჩემპიონთა ლიგის მოგება დიდებული იქნება!

მე ანხელ დი მარიას, ლეანდრო პარედესსა და ნეიმარს საცხოვრებელ ბინასა და ბავშვების სკოლაზე ვესაუბრე. ვარჯიშს ხვალ დავიწყებ, ჩემი ოჯახი კი ბარსელონაში დაბრუნდება, რათა ყველაფერი, რაც საჭიროა, წამოიღონ. არ ვიცი, როდის მექნება პარიზული დებიუტი, მე ე.წ. შვებულებიდან ჯერ კიდევ ახლა დავბრუნდი".

დაბოლოს, პარიზის მცხოვრებლები მესის ხელგაშლილი დახვდნენ!

"გასაოცარი ემოცია განვიცადე, როდესაც პარიზში ჩამოვედი. მათი ამხელა სიყვარული წარმოუდგენელია. ბარსელონას საზღვრებს გარეთ ასეთი გულმხურვალე გრძნობა პირველად განვიცადე. დიდი ნერვიულობის შემდეგ, ახლა ბედნიერი ვარ" - თქვა მესიმ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 6 /
სირცხვილი ბარსელონას, ბარსას გუნდს, ფეხბურთელებს და მთავარ დამნაშავებეებს ლაპორტას და კუმანს. ( ტრადიციულად, ალბათ "კუმანის გეგმებში აღარ შედიოდა" მესი) და მადლობა ფრანგ გულშემატკივრებს, ასეთი მხარდაჭერისთვის და დახევედრისთვის! ყოჩაღთ! ლეო დარწმუნებულები ვართ, მეორე სუნთქვა გაგეხსნება. წარმატებები ყველასთვის საყვარელო ლეგენდა!!!!! (ყველაში გამოვაკლებ ბარსელონას მაცხოვრებლებსს.)
აწ, უკვე ყოფილი ბარსას ქომაგი
12:08 12-08-2021
13
ყველაზე მაგარი იუვეში გადასვლა იქნებოდა.როგორია მესი და რონალდო ერთ გუნდში.მაგრამ ალბათ სამ-ოთხ გუნდს შეეძლო მესის დამატება.იუვე კი ქრაა მათ შორის...
Master
11:56 12-08-2021
6

სიახლეები პოპულარული