ბევრი საუბარია იმის შესახებ, რომ ლეო მესის პსჟ-ში გადასვლის შემდეგ თავდამსხმელი კილიან მბაპე გუნდს დატოვებს. მბაპე მესის შეხვდა, გულთბილად მიესალმა, სოციალურ ქსელებში მასთან ერთად გადაღებული სურათები გამოაქვეყნა, ლეგენდა უწოდა და წარწერაც დაურთო: "კეთილი იყოს შენი პარიზში მობრძანება, ლეო".
მბაპეს "პარი სენ ჟერმენთან"კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უსრულდება. თუ იქამდე არ გაყიდეს, თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა და მიუხედავად ამისა, კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი ტრანსფერის კატეგორიული წინააღმდეგია. As-ის ცნობით, ალ-ჰელაიფი გაისად მბაპეს აბარგების შემთხვევაში, მის ნაცვლად "იუვენტუსის" ფორვარდ რონალდოს მიიწვევს, რომელიც გაისად ასევე თავისუფალი
აგენტი იქნება.
მბაპეს აქტიურად "რეალი" ეპატიჟება, რომელიც ABC-ის მტკიცებით, კონტრაქტის გაფორმებისთანავე 40 მილიონ ევროს ბონუსის სახით გადაუხდის და სეზონურ გასამრჯელოდ 25 მილიონს დაუნიშნავს.