პსჟ-ში "რეიმსთან" გასვლით მატჩში თავდამსხმელ ლეო მესის დებიუტი შედგა. სტუმრებმა კილიან მბაპეს დუბლით 2:0 გაიმარჯვეს, მთავარი მოვლენა კი 66-ე წუთზე მოედანზე მესის შესვლა იყო.
ლეო ჯერ ძალიან შორსაა საუკეთესო ფორმისგან, მაგრამ "ოგიუსტ დელონზე" მის გამოჩენას ყველა მოუთმენლად ელოდა.
ნამატჩევს მესი თანაგუნდელ კეილორ ნავასთან ერთად საუბრობდა, როდესაც მასთან მეტოქე გუნდის მეკარე პრედრაგ რაიკოვიჩი მივიდა და სთხოვა, თავის შვილთან ერთად სურათი გადაეღო. ლეომ უარი არ უთხრა, ბავშვი ხელში დაიჭირა, ხოლო რაიკოვიჩმა სურათი გადაიღო.