საფრანგეთის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" 22 წლის თავდამსხმელმა კილიამ მბაპემ ეროვნულ ნაკრებში თამაშთან დაკავშირებით ისაუბრა. შეგახსენებთ, გასულ ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა შემტევმა ღირებული ვერაფერი შემოგვთავაზა, შვეიცარიის ნაკრებთან კი გადამწყვეტი პენალტი ააცილა, რის გამოც დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა.
"ეროვნული ნაკრებიდან ერთი ევროც კი არ ამიღია. მე ჩემი ქვეყნის გუნდში ყოველთვის უფასოდ ვითამაშებ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, არეულობა არასდროს მდომებია.
ერთ მომენტში ვიგრძენი, რომ მე მათთვის პრობლემა ვიყავი. ამას, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანებიც გრძნობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ საფრანგეთის ნაკრები ჩემი ეგოს გამო
მნიშვნელოვანია საფრანგეთის ნაკრები და თუ ის ჩემ გარეშე ბედნიერი იქნება, მზად ვარ დავტოვო.
ამ ფაქტიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ნოელ ლე გრექსს, ვუთხარი, რომ მე უკმაყოფილო ვიყავი, რადგან ხალხი მაიმუნს მეძახდა იმის გამო, რომ პენალტი ავაცილე. კი, ვერგამოყენებული თერთმეტმეტრიანი ჩემი ბრალია, თუმცა ასე?" - განაცხადა მბაპემ.
ამ სეზონში პსჟ-ის შემადგენლობაში 22 წლის შემტევმა ლიგა 1-ის ეგიდით 9 შეხვედრა გამართა, თავი 4 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. შეგახსენებთ, პარიზელები 24 ქულით 1-ელ ადგილს იკავებენ.
მომზადებულია championat-ის მიხედვით