"ამიტომ მისი შეჩერება მარტივია..." - რამი მესიზე...

AutoSharing Option
"ტროას" მცველმა ადილ რამმა ლა ლიგაში ლიონელ მესისთან დაპირისპირება გაიხსენა. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, არგენტინელის გაჩერება ახლა ბევრად მარტივია.

"მართალია, არასდროს მომიგია, თუმცა რამდენიმე შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, სახლში კი მისი 4-5 მაისური მაქვს" - განუცხადა ადილმა ფრანგულ ჟურნალს.

"ის ძალიან ძლიერი იყო. ყოველთვის ჩემ ზურგსუკან იდგა. თამაშგარეში ჩარჩებოდა, უკან ბრუნდებოდა, ცენტრის ხაზს ფეხს დაადგამდა და უკან მორბოდა.

ახლა კი ის უფრო მეტად მეპასეა. ამიტომ მისი შეჩერება მარტივია. აღარ მგონია, მან ისეთი სლალომები შემოგვთავაზოს, როგორსაც გვთავაზობდა".

ფრანგი მცველი ასევე თანამემამულე კილიან მბაპეზე
ალაპარაკდა:

"კილიანის დიდი გულშემატკივარი ვარ. მიხარია, რომ პსჟ-ში დარჩა, რადგან მესი მას ბევრ რამეს ასწავლის. თუ მბაპე გუნდში თავის როლს გაითავისებს, გულს ბევრს ატკენს".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული