პსჟ-ს ქამბექი - მესისა და ნეიმარის გარეშე პარიზელებს გაუჭირდათ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მე-10 ტურში "პარი სენ ჟერმენმა" "ანჟერს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამ მატჩში პარიზელები მოედანზე დიდი დანაკლისით წარსდგნენ, გუნდს სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების გარდა სერხიო რამოსიც არ ჰყავდა.

პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, 36-ე წუთზე თავი ანგელო ფულგინიმ გამოიჩინა.

მეორე ნახევრიდან პსჟ კიდევ უფრო გააქტიურდა, 69-ე წუთზე ჯერ დანილო ფერეირამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე კილიან მბაპემ პენალტის ნიშნულიდან საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ამრიგად, 10 ტურის თავზე პარიზელები 27 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფებიან და მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს "მარსელის"
წინააღმდეგ გამართავს.

"ანჟერს" 16 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს "სანტ-ეტიენის" წინააღმდეგ გამართავს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული