მაურო იკარდიმ "პარი სენ ჟერმენისა" და "ლაიპციგის" (3:2) შეხვედრაში მონაწილეობა ოჯახური პრობლემების გამო არ მიიღო, მოგვიანებით კი საკუთარ "ინსტაგრამზე" ვანდა ნარას ემოციური წერილი მიუძღვნა.
ჭორების თანახმად, წყვილი რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დაშორდა, რაც არგენტინელმა ფეხბურთელმა რომანი თანამემამულე მოდელ, მსახიობ და მომღერალ ევგენია სუარესთან გააბა.
"მადლობა, ჩემო საყვარელო, რომ ამ ლამაზი ოჯახის ნდობას კვლავაც განაგრძობ; მადლობა, რომ ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი ხარ. მიყვარხარ... თქვენ მაშინ განიკურნებით, როდესაც ის გაპატიებთ, ვისაც ავნეთ." - წერს მაურო.
როგორც ჩანს, წყვილი შერიგდა და თანაცხოვრებას განაგრძობს.