"ბარსელონასა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის, ერიკ აბიდალის მეუღლე ჰაიეტ აბიდალი შესაძლოა პსჟ-ის ფეხბურთელის, კეირა ამრაუის ცემაში იყოს ჩართული.
როგორც Marca იუწყება, დიდი შანსია, ამინატა დიალო (ბრალდებული) აბიდალის მეუღლის გარემოცვისგან მუქარის მსხვერპლი იყოს. როგორც კეირას გამავალი და შემავალი ზარების განხილვის შემდეგ გაირკვა, ალბათობა იმისა, რომ ამ ყველაფერში ჰაიეტი ფიგურირებდეს, საკმაოდ დიდია.
მოგვიანებით ისიც დაიწერა, რომ მსხვერპლმა ერიკს თვითონვე დაურეკა და ჰკითხა, იყო თუ არა შანსი, რომ ამ ყველაფერში მისი მეუღლე მონაწილეობდეს, რაზედაც ექსმცველმა კატეგორიული უარი განუცხადა.
პოლიციის ვარაუდით, შესაძლოა, ადგილი
შურისძიებასაც ჰქონდეს. საქმე იმაში გახლდათ, რომ აბიდალსა და ამრაუის ერთმანეთთან გაურკვეველი ურთიერთობა ჰქონდათ, თანაც თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დამნაშავემ კეირას მიაძახა - "დაქორწინებულ მამაკაცთან ძილი".
შეგახსენებთ, 4 ნოემბერს ამრაუი პსჟ-ის ვარჯიშიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც თავს ორი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა და არმატურით ფიზიკურად გაუსწორდა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ისინი გაუჩინარდნენ. კეირა უმალ საავადმყოფოში გადაიყვანეს...
მოგეხსენებათ, 11 ნოემბერს დაიწერა, რომ სავარაუდოდ, თავდასხმის დამკვეთი მისივე თანაგუნდელი ამინატა დიალო გახლდათ (კონკურენტის ჩამოშორების მოტივით), თუმცა ფრანგულმა პოლიციამ სხვა კვალსაც მიაგნო. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, ყველაფერი მალე გაირკვევა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით