მესიმ ლიგა 1-ში პირველი გოლი თავის სტილში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურში "პარი სენ ჟერმენმა" "ნანტს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-2 წუთზევე გახსნეს, თავი კილიან მბაპემ გამოიჩინა, სტუმრებმა წონასწორობა 76-ე წუთზე აღადგინეს, გოლი რანდალ კოლო მუანიმ გაიტანა.

პარიზელები წინ 81-ე წუთზე დენის აპიას ავტოგოლის შემდეგ გავიდნენ, 87-ე წუთზე კი ლიგა 1-ში ლიონელ მესიმ პირველი გოლი თავის სტილში გაიტანა.

ამრიგად, პსჟ 37 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 28 ნოემბერს, "სანტ-ეტიენის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ნანტი" 18 ქულით მე-11 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს 27 ნოემბერს, "ლილის" პირისპირ
გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლეო! ეგ ერთი და სხვა მრავალი!
!!!!
21 ნოემბერი 2021 17:11
1
ნავსი გატყდა! ძალიან გაგვეხარდა ლეოს გოლი, მართლაც თავის ჩვეულ სტილში გაიტანა!
გია
21 ნოემბერი 2021 13:12
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული