საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურში "პარი სენ ჟერმენმა" "ნანტს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-2 წუთზევე გახსნეს, თავი კილიან მბაპემ გამოიჩინა, სტუმრებმა წონასწორობა 76-ე წუთზე აღადგინეს, გოლი რანდალ კოლო მუანიმ გაიტანა.
პარიზელები წინ 81-ე წუთზე დენის აპიას ავტოგოლის შემდეგ გავიდნენ, 87-ე წუთზე კი ლიგა 1-ში ლიონელ მესიმ პირველი გოლი თავის სტილში გაიტანა.
ამრიგად, პსჟ 37 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 28 ნოემბერს, "სანტ-ეტიენის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ნანტი" 18 ქულით მე-11 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს 27 ნოემბერს, "ლილის" პირისპირ გამართავს.