ლიგა 1-ის მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი "პარკ დე პრენსის" მოედანზე ადგილობრივ "პარი სენ ჟერმენსა" და "მონაკოს" შორის გაიმართა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
ანგარიში მე-12 წუთზე კილიან მბაპემ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, 45-ე წუთზე კი, ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ, ახალგაზრდა ფრანგმა დუბლის შესრულება მოახერხა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, "პარი სენ ჟერმენი" 45 ქულით ლიგა 1-ის ლიდერია, მომდევნო შეხვედრას კი 23 დეკემბერს, "ლორიენის" წინააღმდეგ გამართავს.
"მონაკო" 26 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, შემდეგ ტურში (იმავე 23 დეკემბერს) "რენს" უმასპინძლებს.
-15DEC/02/1-psj.png" border="0" alt="alt" title="ლეოს პასი და მბაპეს გასროლა - პსჟ მშვენივრად ათამაშდა [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />პოჩეტინოს წყალი შეუყენეს - პსჟ-ს სათავეში ფრანგული დუეტი ჩაუდგება?