მესიმ საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
გუშინ, ლიგა 1-ის მე-19 ტურში, "პარი სენ ჟერმენისა" და "ლორენის" დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. პარიზელების მხრიდან ერთადერთი გოლი მაურო იკარდიმ გაიტანა.

პსჟ-ის არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გოლის გატანა ვერც ამჯერად მოახერხა, რითაც საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა. "ალბისელესტეს" კაპიტანმა ზედიზედ მე-8 შეხვედრაში ვერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. მსგავსი შედეგი ლეოს 2006/07 წლების სეზონში ჰქონდა.

შეგახსენებთ, მესი "პარი სენ ჟერმენს" "ბარსელონადან" 2021 წლის 10 აგვისტოს შეუერთდა. მიმდინარე წელს ყველა ტურნირზე 16 მატჩი გამართა და თავი 6 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია championat-ის
მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
არაა პრობლემა.. ერთ წელში მაინც ლეოს გადასცემენ ოქროს ბურთს.. )) არ სჭირდება არც გამარჯვება და არც გოლები
geo-geo
16:33 23-12-2021
26
კიდევ ერთი დასტური იმისა,რო მ ოქროს ბურთს უბრალოდ ფავორიტ ფეხბურთელს აძლევენ და არა საუკეთესოს :) გაადედლეს ეგ ჯილდო :)
eeehhhh
09:55 24-12-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული