პსჟ-მა "ბარსელონას" ნეიმარის დაბრუნება შესთავაზა

AutoSharing Option
პსჟ-მა "ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი შესთავაზა, - იტყობინება Foot Mercato.

გამოცემის მტკიცებით, ნეიმარი უკვე აღარ ითვლება ხელშეუხებელ ფეხბურთელად და პარიზული კლუბი რამდენიმე თვეა მისთვის ახალ გუნდს ეძებს.

"პარი სენ ჟერმენმა" ნეიმარის შეძენა, "ბარსას" გარდა, კიდევ რამდენიმე კლუბს შესთავაზა.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე მან 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
საოცარია,შარშან ზაფხულს,იმის ფული არ ჰქონდათ,რომ მესი დაეტოვებინათ და უფასოდ გაუშვეს,წელს კი,ამდენ ფულს ხარჯავენ,იმხელა ვალსაც ჰფარავენ და კიდევ ნეიმარის მოყვანაზეცაა საუბარი?!ესე იგი მესის მოშორება სდომებია ლაპორტასაც.ახლა ბარსელონაში ისეთი ახალგაზრდა თაობა გამოჩნდა,რომ ნეიმარი უფასოდ თუ გადავა,თორემ მასში ფასის გადახდა,შესაძლოა აღარც კი უღირდეთ.ერთ რამეში არ ტყუის პსჟ-ს ქომაგი,ნეიმარმა და უფრო მისმა ოჯახმა,მართლაც თავი აიშვეს.ასე არ შეიძლება.მესის დაბრუნებაზეც გაიჟღერა თითქოს,მაგრამ რაც ბარსამ გაუკეთა,ისიც გატეხილი ჩანს თითქოს,ფსიქოლოგიურად.აღარა მგონია ის ძველი მესი ვიხილოთ,ბარსაში.თვითონ გუნდიც მიეჩვია უმისოდ თამაშს,თუმცა მაინც აქ ურჩევნია.ბარსელონა ხომ მისი სახლია.მაყურებლის სიყვარულმა,შესაძლოა ძველი მესიც გააცოცხლოს.ყოველ შემთხვევაში,რაღაც შანსი მაინც არის.
სოსო
22:08 15-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული