დონარუმას იტალიაში დაბრუნება უნდა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების 23 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას პსჟ-ის დატოვება სურს, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".

გამოცემის მტკიცებით, დონარუმა პარიზულ გუნდში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და სამშობლოში დაბრუნება უნდა.

"იუვენტუსი" სერია A-ს ერთადერთი კლუბია, რომელსაც დონარუმას გადაყვანა შეუძლია, აკვირდებიან სიტუაციას, მაგრამ, ალბათ, ტრანსფერს ზაფხულში ვერ განახორციელებენ. მიზეზი კი ისაა, რომ მისი წლიური გასამრჯელო ბონუსებიანად 10 მილიონი ევროა.

ამ სეზონში დონარუმამ საფრანგეთის ლიგა 1-ის 12 მატჩში 11 გოლი გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დონორუმა? არა, მამარდაშვილი!!!
0
ეს, ნეიმარი, ვერატი და ზოგი ფულის მონა კიდევ... იმედია ვერასდროს ვერაფერ სერიოზულს ვერ მიაღწევენ...

მესის არ ვგულისხმობ ცხადია. მას არჩევანი არ ჰქონდა
მინდია
00:46 01-04-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული