პსჟ-ის ფანები სკანდირებდნენ: "Puta Madrid" - თქვენ ზრახავთ მბაპეს?

AutoSharing Option
თავდამსხმელმა კილიან მბაპემ "რეალში" გადასვლა არ ისურვა, პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, ბონუსის სახით 300 მილიონ ევროს მიიღებს და სეზონში 93 მილიონს გამოიმუშავებს. ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ცნობისათვის, მესის სეზონური გასამრჯელო 35 მილიონია, ხოლო ნეიმარის 30 მილიონი. ეს სამეული მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე მაღალანაზღაურებადია.

ერთი სიტყვით, მბაპემ ჩემპიონთა ლიგისა და "ოქროს ბურთის" მოგებას ფული არჩია, ძალიან დიდი ფული. პსჟ-ში ამ ტიტულებს, ალბათ, ვერ მოიგებს და პრაგმატული არჩევანი გააკეთა.

ვგმობთ მის საქციელს? ერთი წუთით ოცნებას მივეცეთ დ თავი მის
სიტუაციაში წარმოვიდგინოთ - 600 მილიონზე უარს ვიტყოდით?

"მარკა" იტყობინება, რომ როდესაც "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ კილიანთან თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა, პარიზული გუნდის გულშემატკივრებმა სკანდირება დაიწყეს: "Puta Madrid". ალ-ჰელაიფი და მბაპე გაჩუმდნენ და ღიმილით მათ გაჩერებას ელოდნენ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
რაში უხდიან ამდენ ხელფასს ან ერთს ან მეორეს ან მესამეს.ნეიმარი საერთოდ ბრაზილიის სირცხვილია,მესის 5 წელია მნიშვნელოვან თამაშში გოლი ან საგოლო პასი არ გაუკეთებია,ხოლო მბაპე მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყოველწელს უკლებს დონეს.
სირცხვილია
22 მაისი 2022 21:37
10
მბაპე უმაგრესი ფეხბურთელია, მაგრამ რეალი ბევრად უფრო დიდია
სიმართლე
22 მაისი 2022 23:38
2
რაში უხდიან მბაპეს და მესის? მესი ბოლო სამი წელია აბსოლუტურად დაშლილ და პრაქტიკულად უმწვრთნელო ბარსას მიათრევდა მარტო. მოაგებინა ლა ლიგა, მოაგებინა თასი და შარშან ლამის ბოლო ტურამდე უინარჩუნებდა ჩემპიონობის შანსს. ამის გარდა მოიგო სამხრეთ აფრიკა სადაც საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტი გახდა. მბაპე უეჭველად არის ყველაზე ნიჭიერი თავის თაობაში.და რაც მთავარია პროგრესირებს საკმაოდ სწრაფად.
სირცხვილიას
23 მაისი 2022 01:58
1
ყველა გამოხმაურება
ისე აკრიტიკებენ კომენტარებში მბაპეს გეგონება თვითონ უარს იტყოდნენ მაგდენ ფულზე. მარა კომენტარების წერა და სხვისი კრიტიკაა ადვილი.
b b
22 მაისი 2022 22:14
6
ეხლა ვინც იძახით რომ მბაპე პსჟ-შიც მოიგებს ლიგას და ოქროს ბურთებსო, ეხლა წარმოიდგინეთ კრიშტიანოსაც ანალოგიურდ რომ ეფიქრა და ფულზე გაეკეთებინა აქცენტი და დარჩენილიყო მანჩესტერში იქნებოდა ის ვინც დღეს არის? არა და დღეს ტიპს იმაზე მეტი თანხაც აქვს, სახელიც და ტიტულიც. ყველას ღმერთმა გაუმარჯოს თავის გადაწყვეტილებაში და იმედია ერთ დღეს ხვიჩას ვიხილავთ რეალში, არ გავარტყი მბაპეს
მამუკა
23 მაისი 2022 01:46
3
ღმერთი თუ არა კარმა მაინც იზამს თავისას და ერთი სეზონი ეყოფა გადაწყვეტილების სიმცდარეს რომ მიხვდეს მბაპიტო;)
მიშკა
22 მაისი 2022 21:00
17
მადრიდისტებო! ვიზიარებთ თქვენს დიდ მწუხარებას! ვენოკები ჩვენზეა!
ბარსა
22 მაისი 2022 22:35
18
რომელ მწუხარებას, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას თუ ესპანეთის ჩემპიონობას?:):):)
რეალ-ობა:)
23 მაისი 2022 09:19
1
ჩვენი დაუძინებელი მტერია რეალი და რატომ არ უნდა გამხარებოდა?
ბარსა
23 მაისი 2022 00:06
4
ყველა გამოხმაურება
და რატომ გგონიათ, რომ პსჟეში ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას და ოქროს ბურთს? მარტო პსჟეს, რომ მიახტებით, ლა ლიგას, რომ ყავს მაფიოზა ფულების ტომარა პრეზიდენტები, ისეთი არც ერთ გუნდს არა ყავს. პერესი ლაპორტა (ადრე ბართომეუ) ტებასი ხომ გლიჯავენ! ისე, რომ არავინ ვიცით შემდგომში, ვინ რას მოიგებს და რას არა!
!
22 მაისი 2022 21:16
8
გაუგებარია ავტორის პესიმიზმი. ვინ გითხრათ რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს? აგერ ვნახოთ ამ სამ წელიწადში, რა დაატრიალოს ევროპულ ფეხბურთში პსჟ-ემ.
ჟორა
23 მაისი 2022 01:30
12
ავტორი აშკარად რეალის ფანია
*
23 მაისი 2022 02:31
1
რაც აქამდე დაატრიალაე პსჟ და სიტიმ, იმას დაატრიალებენ 3 წელიწადშიც. ერერთს შეილება გაუვარდეს ყარაულის თოფივით ან არაბებმა მილიარდებად უყიდონ ლიგა , თორე წლებია უპირველეს ფავორიტებად ითვლებიან მარა თავის ჩემპიონატსაც ძლივს იგებენ
გგგ
28 მაისი 2022 16:39
1
გუნდსაც ,,მბაპე,, დაარქვან ))) მწვრთნელი ვინ იქნება, მთლიანი სერიოზულობით მაინტერესებს.
100%
22 მაისი 2022 21:56
3
მეც, რომელი სერიოზული მწვრთნელი მივა მანდ, ზიდანი მივა და მბაპეს დაკრულზე იცეკვებს?? ისევ პოჩეტინო თუ დარჩება
გგგგ
23 მაისი 2022 13:27
1
ფარა ფარა ბიდზია
jango
22 მაისი 2022 21:21
1
ჩემთვის სულერთი იყო გადავიდოდა თუ არა მბაპე რეალში. არც რეალის არც ბარსას არც პსჟ-ს გულშემატკივარი არ ვარ. მაგრამ რეალის გულშემატკივრები ისე არიან აღშფოთებულები გეგონება მბაპე რეალის აღზრდილი ფეხბურთელია და გუნდს უღალატა. რაც შეეხება ფულს - რატომ არ უშვებთ რომ მარტო ფული არ არის მანდ? პსჟ-ს სავსებით შეუძლია ჩემპ. ლიგის მოგება. უკეთესი მწვრთნელის ხელში და ორი - სამი კარგი ტრანსფერის პირობებში დაცვის ხაზში. ასეთ შემთხვევაში მბაპე ისტორიაში შევა როგორც ამ გუნდის პირველი ლეგენდა, რაც რეალში ლეგენდების სიმრავლის გამო არარეალური იქნებოდა. აქ ადგილი მოპოვებული აქვს იქ უნდა იბრძოლოს და ახალ გარემოს შეეგუოს , მოკლედ არც ისე ერთმნიშვნელოვნადაა საქმე...
არტ
23 მაისი 2022 00:51
6
გამარჯობათ ტუხელი როგორც მახსოვს მაგ გუნდის მწვრთნელი იყო გააგდეს მაქედან და იმავე წელს ჩელსისთან ერთად ლიგა მოიგო. ასევე მინდა ვთქვა რომ პსჟ და სიტი ლიგას ვერ მოგებენ ვერასდროს იმიტომ რომ ფულით ყველაფერს ვერ იყდიდი ბავარია აიღეთ რეალი აიღეთ რამდენი აქვთ დახარჯული ფეხბურთელებში და ნახავთ რომ ბევრად მაგარი სტატისტიკა აქვთ მაგ გუნდებს. პსჟ ს კიდე საფრანგეთში კონკურენტი ვერ ეყოლება იმიტომ რომ ზოგიერთ კლუბს მაგხელა ბიუჯეთი არააქვს რაც ნეიმარში გადაიხადეს და როცა ფეხბურთელს ფულის გამო უნდიხარ ის გუნდი ვერასდროს მიაღწევს წარმატებას ნუ ეხლა საფრანგეტის ჩემპიონი გახდები რა. რეალის გულშემატკივარი მაგრამ ბოღმის გამო ნამდვილად არ დამიწერია ეს კომენტარი მეგობარო.
irakli
23 მაისი 2022 17:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული