ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენი" გუნდში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს.
თანამდებობა დატოვა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ, რომელიც "ლილისა" და "მონაკოს" ყოფილმა დირექტორმა კამპოსმა შეცვალა.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რამოდენიმე საათში გუნდის მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო დაკავებულ თანამდებობას დაკარგავს.
ცვლილებები შეეხება მოთამაშეებსაც. ფრანგული გამოცემა L'Equipe-ს ინფორმაციით, "შავ სიაში" არიან: იკარდი, პარედესი, კურზავა, გეიე და ანდერ ერერა.
გუნდის ახალ მენეჯერს 5 ახალი ფეხბურთელის მოყვანა სურს, ორ მოთამაშესთან ყველაფერი შეთანხმებულია, კამპოსს შემადგენლობაში ფრანგი მოთამაშეების რაოდენობის გაზრდა უნდა.
შეგახსენებთ, ახალი სპორტული დირექტორის არჩევის პროცესში, კამპოსი სწორედ კილიან
მბაპეს კანდიდატურა იყო.
მომზადებულია Sports-ის მიერ.