შემტევს კრისტოფ გალტიეს კანდიდატურა არ ხიბლავს და ხელმძღვანელობას აკრიტიკებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა BEIN Sports-ი აქვეყნებს.
გალტიეს მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგან მის კანდიდატურას მხარს გუნდის ახალი სპორტული დირექტორი ლუის ოკამპოსი უჭერს.
მბაპეს ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანის კანდიდატურა იზიდავდა, თუმცა ფრანგმა ლეგენდამ პსჟ უარით გაისტუმრა.
კრისტოფ გალტიე წარსულში "ლილში" მუშაობდა, სადაც გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატის ტიტული მოაპოვებინა. ამჟამად კი "ნიცას" თავკაცობს.