ტრადიციული კლუბი კიდევ უფრო ქვემოთ - "ბორდო" მე-2-დან მე-3 ლიგაში დააქვეითეს

AutoSharing Option
ფინანსური პრობლემების გამო "ბორდო" საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე დივიზიონში დაქვეითდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება საფეხბურთო კლუბების ფინანსური კონტროლის ეროვნულმა დეპარტამენტმა მიიღო.

RMC Sport-ის ცნობით, ჟირონდელებს 40 მილიონი ევრო კრედიტორების ვალი აქვთ.

"ბორდოს" შვიდი დღე აქვს იმისათვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ამ შემთხვევაში კლუბს ვალების დასაფარად კიდევ ორი კვირა ექნება.

გასულ სეზონში ჟირონდელებმა ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავეს და მეორე დივიზიონში დაქვეითდნენ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული