შესაბამისი გადაწყვეტილება საფეხბურთო კლუბების ფინანსური კონტროლის ეროვნულმა დეპარტამენტმა მიიღო.
RMC Sport-ის ცნობით, ჟირონდელებს 40 მილიონი ევრო კრედიტორების ვალი აქვთ.
"ბორდოს" შვიდი დღე აქვს იმისათვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ამ შემთხვევაში კლუბს ვალების დასაფარად კიდევ ორი კვირა ექნება.
გასულ სეზონში ჟირონდელებმა ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავეს და მეორე დივიზიონში დაქვეითდნენ.