დიდი დაბრუნება?! - ნეიმარი "ბარსელონაში" გადასვლაზე თანახმაა

AutoSharing Option
ესპანური პრესის ინფორმაციით, პსჟ-ს გუნდის ბრაზილიელი შემტევის, ნეიმარის გაყიდვა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს.

გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ პარიზელებმა 30 წლის ვარსკვლავი "იუვენტუსს" შესთავაზეს, დღეს კი უკვე დაიწერა, რომ ბრაზილიელი, შესაძლოა, "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

პსჟ-მა "ბლაუგრანას" ფეხბურთელის 50 მილიონ ევროდ ყიდვა შესთავაზა, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში ფასის დაკლება კიდევაა შესაძლებელი.

თავად ნეიმარს "კამპ ნოუზე" დაბრუნების პერსპექტივა ხიბლავს და უარს არ აცხადებს. ის "ბარსელონას" მაისურს 2013/17 წლებში უკვე ირგებდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
222 მილიონად ნაყიდ კაცს 50 მილიონად ყიდიან. მაგარ მოგებაში რჩება პსჟ
მურთო
13:59 23-06-2022
0

სიახლეები პოპულარული