"პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ღიად ისაუბრა, თუ როგორ შეინარჩუნა პარიზულმა გუნდმა კილიან მბაპე.
სამხრეთამერიკელი სპეციალისტის თქმით, 23 წლის ფრანგი შემტევი დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
"ვფიქრობ, პსჟ-მა მბაპე დარჩენაში დაარწმუნა. მათ ამის ყველანაირი რესურსი გააჩნდათ. ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა, ამავდროულად, არ მჯერა, რომ კილიანი იქნება ის ერთადერთი, რომელიც ახალ პროექტს განავითარებს, რისი გათვალისწინებითაც მე იქიდან წამოსვლა მომიწია", - განაცხადა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, მაურისიო ფრანგული გუნდიდან 7 ივნისს გაათავისუფლეს.
რაც შეეხება მბაპეს, ლიგა 1-ის მოქმედ ჩემპიონთა რიგებში
23 წლის შემტევმა ჯამში 45 შეხვედრა გამართა და თავი 38 გოლითა და 26 ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით