პარიზელები მილანიდან მილანის წაყვანას კვლავ შეეცდებიან

AutoSharing Option
Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ "ინტერიდან" 27 წლის სლოვაკი მცველის მილან შკრინიარის გადაბირების იმედს არ კარგავს.

ფრანგული გუნდი 60 მილიონის გადახდასაა ყაბულს, მილანელები კი 80 მილიონ ევროს ითხოვენ.

შკრინიარს "ნერიაძურისთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მან იტალიის სერია A-ს პირველ ტურში გასვლაზე "ლეჩესთან" 87 წუთი ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული