პეპე საფრანგეთში დაბრუნებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
2019 წელს "არსენალმა" "ლილს" ფორვარდი ნიკოლას პეპეს სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა კოტ'დიუვარელმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და 3 წლის შემდეგ "მეთოფეები" მის მოცილებაზე ფიქრობენ.

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ 27 წლის თავდამსხმელის მორიგი გუნდი "ნიცა" იქნება, სადაც აფრიკელი ფეხბურთელი იჯარის წესით გადავა.

"არსენალმა" პეპე სწორედ ლიგა 1–დან, "ლილიდან" წამოიყვანა და 3 წელში ნიკოლასმა "მეთოფეთა" ფორმა ყველა ტურნირზე 112 შეხვედრაში მიიღო, სადაც 27 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული