ლიგა 1-ის მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა "პარკ დე პრენსზე" ადგილობრივ "პარი სენ ჟერმენსა" და "მარსელს" შორის გაიმართა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი ნეიმარმა 45+2 წუთზე გაიტანა.
ამრიგად, პსჟ 29 ქულით პირველ ადგილზეა, შემდეგ შეხვედრას კი 21 ოქტომბერს, "აიაჩოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"მარსელი" 23 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს, 22 ოქტომბერს კი "ლენსს" უმასპინძლებს.