შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა ნახევარმცველმა პრზემისლავ ფრანკოვსკიმ გახსნა, გატანილი გოლიდან 3 წუთში პსჟ-ის ახალგაზრდა შემტევმა უგო ეკიტიკემ სხვაობა აღადგინა.
"ლანსმა" შეტევები განაგრძო და 28-ე წუთზე ლუის ოპენდამ სეკუ ფოფანას პასით გუნდი კვლავ წინ გაიყვანა, 48-ე წუთზე კი კლად მორისმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
ამრიგად, "პარი სენ ჟერმენმა" ლიგა 1-ის 2022/23 წლების სეზონში პირველი მარცხი განიცადა. კრისტოფ გალტიეს გუნდი 44 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. დედაქალაქელები მომდევნო ტურის მატჩს 12 იანვარს "ანჟერის" წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 12 იანვარს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.
"ლანსი" 40 ქულით გათამაშებაში მეორე ადგილს იკავებს, მომდევნო ტურში კი "სტრასბურს" დაუპირისპირდებიან. მატჩი 12 იანვარს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
"პარი სენ ჟერმენი" მბაპეს ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ შეელევა