"ეკიპი" იტყობინება, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ პსჟ სერიოზულად გადახალისებას და ახალი გუნდის კილიან მბაპეს გარშემო შექმნას აპირებს.
გამოცემის მტკიცებით, "პარი სენ ჟერმენი" ახალგაზრდებს მეტ ნდობას გამოუცხადებს და შემადგენლობას გააძლიერებს. პარიზული კლუბი პაუ ტორესის (ვილიარეალი), იბრაგიმ სანგარეს (პსვ), ბერნარდუ სილვას (მანჩესტერ სიტი), გონსალუ რამუშის (ბენფიკა) და ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი) შეძენას შეეცდება.
როგორც უკვე გაცნობეთ, პსჟ-ის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ ნეაპოლში ჩავიდნენ და ნიგერიელის აგენტს შეხვდნენ.