პსჟ-ის ახალი სამიზნე - ფრანგული გუნდი დიაბისთვის ბრძოლაში ჩაერთო

AutoSharing Option
Lequipe-ის ინფორმაციით, პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "ლევერკუზენის" ფორვარდის მუსა დიაბის შეძენას ეცდება.

23 წლის ფეხბურთელის ღირებულებად დაახლოებით 50 მილიონი ევრო მიიჩნევა.

პარიზელებს ფრანგი შემტევისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის გუნდები, "ნიუკასლი" და "არსენალი" ეცილებიან.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ის სახელს ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელ, "ნაპოლის" ფორვარდ ვიქტორ ოსიმენსაც უკავშირებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული