"ნანტმა" გუნდის ფორვარდი, რომელმაც LGBT თემის მხარდამჭერი მაისურის ჩაცმაზე უარი განაცხადა, დააჯარიმა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა "ნანტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბმა ფინანსურად თავიანთი 28 წლის ფორვარდი მოსტაფა მოჰამედი დააჯარიმა.

საქმე იმაშია, რომ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა უარი განაცხადა "ტულუზთან" დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო, რადგან ამ მატჩში LGBT თემის მხარდამჭერი მაისური უნდა ჩაეცვა.

მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას საფრანგეთის ლიგა 1-სა და ლიგა 2-ში LGBT თემის მხარდამჭერი კამპანია გაიმართა.

თითოეული გუნდის ყველა ფეხბურთელს ეცვა მაისური, რომელსაც ცისარტყელა ზოლები აქვს, კაპიტანიც შესაბამის სამკლაურს ატარებს. მატჩების დაწყებამდე კი გამოიტანეს ბანერი, სადაც წერია - "გეი თუ ჰეტეროსექსუალი, ჩვენ ყველას ერთნაირი მაისური გვაცვია".

ინფორმაციისთვის ამ კამპანიის გამო მატჩებში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვეს "ტულუზელმა" ზაქარია აბუხლალმა, "გენგამის" მცველმა დონატინ გომისმა და სხვა ფეხბურთელებმა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ევროპული სიტყვის და აღმსარებლობის თავისუფლება იქცა სრულ ფარსად, ევროპა ღალატობს საკუთარ თავს და საკუთარ პრინციპებს. ვითომ ადამიანთა უფლებების დაცვის მოტივით ერთი კონკრეტული ჯგუფის სრული ფეტიშიზაცია და ხელშეუხებლობა დააკანონეს. მათი ლიბერალიზმი სულ უფრო და უფრო ემსგავსება ფაშიზმშს, ტოლერანტობა კი ცალმხრივი გახდა. ყველამ გუნდრუკი უნდა უკმიოს ამ ჯგუფს თუ არადა თურმე დააჯარიმებენ კიდეც და აღარ გამიკვირდება მალე სისხლის სამართლის კოდექსიც მიუსადაგონ ადამიანებს,რომლებიც მათ წინააღმდეგ უბრალოდ რამეს იტყვიან. ჩემი სარწმუნოების მიხედვით ეს არის უმძიმესი ცოდვა და ანუ ევროპა რას მეუბნება რომ სარწმუნოება შევიცვალო თუ ჩემს ჭკუაზე გადავაკეთო?! (როგორც თავად ქნეს პროტესტანტიზმის სახით).. რომელი სხვისი უფლებების დაცვა,სხვისი არადისკრიმინაცია მავალდებულებს რომ აუცილებლად ვინმეს მხარი უნდა დავუჭირო,მათი ცხოვრების წესს, სურვილებს თუ რა ჯანდაბაც ქვია ნორმალური დავარქვა,ეს რა სიგიჟეა?? შეიშალა ევროპა.
ალექს
09:30 17-05-2023
1
ოდნავ უნდა დაფიქრდნენ, გუნდებში არა მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეები თამაშობენ.
ზაქრო
08:46 17-05-2023
1

სიახლეები პოპულარული