![](https://sportall.ge/pictures/image5/d0f78275d26fb12947ca47f1fa637a9c.jpg)
"პარიზიენი" იტყობინება, რომ პსჟ-მა მწვრთნელი კრისტოფ გალტიე გადააყენა, - ამის შესახებ გამოცემას კლუბის სპორტულმა მრჩეველმა ლუიშ კამპუშმა აცნობა.
გალტიე პსჟ-ს გასული წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბაიერნთან" დამარცხდა (0:1, 0:2). გალტიეს, სავარაუდოდ, "ბაიერნის" ყოფილი თავკაცი იულიან ნაგელსმანი შეცვლის.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალტიესთან "ნაპოლი" აწარმოებს მოლაპარაკებას. მას პირადად დაუკავშირდა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი.
რისი გალტიე...რაის პროგრესი...ტიტუუუ