პსჟ-მა გუნდის მწვრთნელობა კვლავ ზიდანს შესთავაზა - ფრანგის პასუხიც ცნობილია

AutoSharing Option
Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ-ის ხელმძღვანელობამ ზინედინ ზიდანს გუნდის გაწვრთნა კიდევ ერთხელ შესთავაზა, მაგრამ მისგან კვლავ უარი მიიღო.

ახლა პარიზელთა ბოსები ორ ვარიანტს განიხილავენ - პირველი იულიან ნაგელსმანია, მეორე კი ლუის ენრიკე.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ლიდერებმა ლიონელ მესიმ და სერხიო რამოსმა დატოვეს. დიდი ალბათობით, "პარკ დე ფრანსიდან" ნეიმარიც აიბარგებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აბსოლიტურად ვეთანხმები ზიდანს.პსჟ -ს მწვრთნელობა ეს ხომ ალესილ სამართებლის პირზე სიარულს ნიშნავს:სტრატეგიული მიზანი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაა და სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად ,შიგა უკონკურენციობის პირობებში მისი მიღწევა თითქმის შეუძლებელია .ასეთდროს გუნდს უჭირს საბრძოლო ტონუსის მუდმივი შენარჩუნება ,რასაც მოსდევს ბევრი უფერული მატჩი და კრახი ჩლ-ზე .ერთი სიტყვით იკვეთება ძალიან მოსაწყენი და ამავე დროს დიდი ინტრიგისა და დიდი რისკის შემცველი სურათი და მაღალი კლასის სპეციალისტმა რატომ უნდა შეაგდოს თავისი ავტორიტეტი სასწორზე? ჩლ-ის მოგების გარდა აქ ხომ ყველაფერი წარუმატებლობად აღიქმება?
საჩინო
10 ივნისი 2023 07:41
0
და ზიდანი ვირიდან რატო არ ჩამოდის - რას უწუნებს პსჟ თუ პარაზის ჰავა არ მოწონს?
NN
10 ივნისი 2023 00:47
16
პირველ რიგში ზიდანი მარსელიდანაა და არამგონია ფულის გულისთვის მოსისხლე მტრის ბანაკში მივიდეს.მეორეც ზიდანი არაა ის კატეგორია მბაპეს ან ვინმე ნებისმიერი ფეხბურთელის დაკრულზე იცეკვოს
BOSS
10 ივნისი 2023 19:37
0
Irakli-ს
ბარსა კარგად ათამაშა, ასევე თუ მსოფლიოზე ესპანეთის ჩავარდნას არ ჩავთვლით ნაკრებიც კარგად ათამაშა. აქედან გამომდინარე ითვლება კარგ და გამოცდილ მწვრთნელად. მოსწონს ვინმე თუ არა ასეა.
G.LA
09 ივნისი 2023 13:59
6
ვინმემ ამიხსენით ლუის ენრიკე რატომ არის ასეთი მოთხოვნადი მწვრთნელი?
Irakli
09 ივნისი 2023 12:36
4
ლოსის ბარსა მაგარი გუნდი იყო კარგად გამოდის ვარსკვლავებთან ურთიერთობა
იმერელი
09 ივნისი 2023 14:17
6
ბარსას ფანებს კითხე, სხვა ვერავინ აგისნის ძმაო
მურთო
09 ივნისი 2023 13:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული