პსჟ-ის ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერომ როტენმა RMC-ზე გადაცემა Rothen s’enflamme-ში ლეო მესი გააკრიტიკა:
"გაიხსენეთ დღე, როდესაც ვარჯიშიდან წავიდა. კლუბმა ეს მიაჩუმათა, ვითომ ბარძაყის კუნთის მცირე ტრავმა ჰქონდა. ეს ყველაფერი არასწორი იყო, ძალიან არასწორი. მესის მობეზრდა ის, რასაც ვარჯიშზე აკეთებდნენ.
მას თავში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა, ამიტომ მიატოვა ვარჯიში. გასახდელში გავიდა, შხაპი მიიღო და წავიდა. ეს აჩვენებს, როგორ ძლიერ არ სცემდა პატივს მწვრთნელს და თანაგუნდელებს.
უნდოდა ხშირად შეეცვალათ ვარჯიშის ტემპი. დილით ვარჯიში არ სურდა. პერსონალს რამდენიმეჯერ უთხრა, რომ დილით ვარჯიში კარგი არ